ტური სიღნაღი ბოდბე

ტური სიღნაღი ბოდბე

    ტური სიღნაღი ბოდბე
    კომპანიის გიდი და მძღოლი მოგაკითხავთ სასტუმროში ან შევიკრიბებით ავლაბრის მეტროსთან.
    ტურს დავიწყებთ ბოდბის მონასტერის მონახულებით. ბოდბე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონასტერად საქართველოში, რადგან აქ დაკრძალულია წმინდა ნინო რომელმაც მე-4-ე საუკუნის შუაში საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა. არსებობს ლეგენდა რომ როდესაც წმინდა ნინო გარდაცვლილა, მეფე მირიანს სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოუსურვებია მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმინდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. ეკლესია უშუალოდ საფლავზე აუგიათ.




    შემდეგ მოვინახულებთ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. თავდაპირველად მუზეუმი აქ 1950 წელს დაარსდა. 2007 წელს იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. ახალი შენობა სრულიად შეკეთდა. სიღნაღის მუზეუმი საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს. აქ დაცულია მდიდარი ეთნოგრაფიული, და არქეოლოგიური მასალა. მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას კი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ბრწყინვალე კოლექცია წარმოადგენს.



    საბოლოოდ დავათვალიერებთ ქალაქს. ქალაქი სიღნაღი კახეთის ტერიტორიაზე, ქიზიყის რეგიონში მდებარეობს. აღნიშნული რეგიონი განსაკუთრებით ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის მმართველობის დროს (1744-1789 წწ.) გაძლიერდა. მან 1762 წელს განაახლა „გალავანი სიღნაღისა“, რომლის განსაკუთრებულობას განაპირობებს 40 ჰექტარზე განლაგებული გრძელი (2,5კმ) ქვითკირის ზღუდე 23 კოშკითა და 5 თაღოვანი კარიბჭით. სიღნაღს სიყვარულის და ღვინის ქალაქსაც უწოდებენ. სიღნაღში სეირნობისას თავი იტალიაში გეგონებათ - არქიტექტურა საკმაოდ გავს პატარა იტალიური ქალაქებისას. რომანტიული ქვაფენილიანი ქუჩები, ლამაზი აივნები და 24 საათიანი ქორწინების რეგისტრაცია. კახეთში ტრადიციები ფასობს, აქ საუკუნეებია შემონახული აქვთ უნიკალური ქართული ღვინის კეთების მეთოდები. სიღნაღს აქვს ულამაზესი ხედები დიდ კავკასიის მთებზე და მდინარე ალაზანზე.



    რას ნახავთ
    • ბოდბის მონასტრის დათვალიერება
    • სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება
    • გასეირნება ქალაქ სიღნაღში - სიყვარულის ქალაქში
    • საოჯახო ტიპის ღვინის მარანის მონახულება

    რას შეიცავს
    • ტრანსპორტირება კომფორტული ავტომობილით
    • მძღოლი/გიდის მომსახურება (ინგლისური,რუსული)
    • მინერალური წყალი 1 (0,5მლ) ბოთლი კაცზე
    • მოკითხვა/დატოვების სერვისი

    რას არ შეიცავს
    • საჭმელები
    • ალკოჰოლური სასმელები
    • დეგუსტაცია და ექსკურსია ღვინის მარანში (15ლარი კაცზე)